კოალიცია

კოალიცია "ქართული ოცნების" განცხადება შოთა გოგიბერიძის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციაზე

დღეს, ოზურგეთში მერის არჩევნების მეორე ტური იმართება , რომელშიც მონაწილეობას ორი კანდიდატი იღებს - კოალიცია "ქართული ოცნებიდან" ბეგი სიორიძე  და "პატრიოტთა ალიანსიდან" შოთა გოგიბერიძე.

დღეს დილიდან შოთა გოგიბერიძის შტაბი ავრცელებს განცხადებას იმის შესახებ, თითქოს მათ წარმომადგენელს ბეგი სიორიძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

აღნიშნული ინფორმაცია არის სრული სიცრუე, რასაც შოთა გოგიბერიძე და მისი მხარდამჭერები ავრცელებენ სრულიად მიზანმიმართულად, ვითარების დაძაბვის მიზნით.

როგორც ჩანს, ისინი წინასწარ ემზადებოდნენ მსგავსი პროვოკაციებისთვის, რაზეც მეტყველებს მთელი ის წინასაარჩევნო კამპანია, რომელიც აგებული იყო კონკურენტის ლანძღვაზე, რაზედაც ჩვენ არაერთგზის განვაცხადეთ, რომ ვემიჯნებოდით და არ ვიმოქმედებდით მსგავსი რეფორმებით.

კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ კოალიცია "ქართული ოცნება" და მათი კანდიდატი ბეგი სიორიძე ემიჯნება ყველა სახის პროვოკაციას და მოუწოდებს შოთა გოგიბერიძეს და მის მხარდამჭერებს, თავი შეიკავონ მსგავსი სახის ქმედებებისგან და მისცენ საშუალება ოზურგეთის ამომრჩეველს საკუთარი არჩევანი გააკეთონ მშვიდ, დემოკრატიულ ვითარებაში.