სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ოთარ დანელია ცნობილი ჟურნალისტის, მწერლის,საზოგადო მოღვაწის, 1960-1985 წლებში გაზეთის ,,სოფლის ცხოვრება" მთავარი რედაქტორის მიხეილ დავითაშვილის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბელეო ღონისძიებას დაესწრო. ღონისძიება ქართველთა და ებრაელთა 26 საუკუნოვანი მეგობრობის იუბილეს ეგიდით საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა.
,,დღევანდელი საიუბილეო სხდომის მნიშვნელობა მრავალმხრივია - აქ შეკრებილმა საზოგადოებამ, გავიხსენეთ ცნობილი ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე, ბატონი მიხეილ დავითაშვილი, ვისაუბრეთ მის ღვაწლსა და დამსახურებაზე სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებაში, მის პროფესიონალიზმსა და საქმისათვის თავდადებაზე. დღევანდელი შეხვედრა ჩვენი ქვეყნისთვის, თითოეული ჩვენგანისთვის განსაკუთრებული ურთიერთობის - ქართულ-ებრაული 26 საუკუნოვანი მეგობრობის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს“, - განაცხადა ოთარ დანელიამ სიტყვით გამოსვლისას.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი გიორგი კვესიტაძე, ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარე ჰამლეტ გეგია, სტრატეგიული გამოკვლევატა ცენტრის დირექტორი ირაკლი მენაღარიშვილი, სოფლის მეურნეობის აკადემიის აკადემიკოსი პაატა კოღუაშვილი, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, მეცნიერები, საზოგადო მოღვაწეები და მიხეილ დავითაშვილის ოჯახის წევრები.