პრობაციონერები საფეხბურთო მატჩს დაესწრებიან

პრობაციონერები საფეხბურთო მატჩს დაესწრებიან

10 ივლისს, პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიწვევით, მიხეილ მესხის სტადიონზე, 50 პირობით მსჯავრდებული დაესწრება ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩს, რომელშიც საჩხერის ,,ჩიხურა" მაკედონიის ,,ტურნოვოს'უმასპინძლებს.

საფეხბურთო შეხვედრას პრობაციონერებთან ერთად დაესწრება პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი არსოშვილი.

პრობაციის ეროვნული სააგენტო მადლობას უხდის საფეხბურთო კლუბ საჩხერის ,,ჩიხურას" ადმინისტრაციას თანამშრომლობისათვის.

პრობაციის ეროვნული სააგენტო რეგულარულად უზრუნველყოფს, ქართული კლუბების და სანაკრებო გუნდების საგულშემატკივროდ, სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრებაზე პირობით მსჯავრდებულთა დასწრებას.