სახელმწიფო კონტროლის წლიური პროგრამის ფარგლებში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ყავის 5 ნიმუში ლაბორატორიულად შეისწავლა. ,,იაკობს მონარქი’’, ,,მაკკოფე’’, ,,სოლედო ლუქსი’’ სრულიად აკმაყოფილებდა დადგენილ მოთხოვნებს.
ლაბორატორიული კვლევა ჩატარდა შემდეგ პარამეტრებზე: ტყვია, კადმიუმი, დარიშხანი, ვერცხლისწყალი, კოფეინის მასური წილი %; აფლატოქსინი B1; ობის სოკოები კწე/გ.
არცერთ ნიმუშში დარვევა არ გამოვლენილა.