2014 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, ჯიპიაი ჰოლდინგი ბაზრის ლიდერად გამოვლინდა. განსაკუთრებული ზრდა აღინიშნება ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებით, სადაც კორპორატიული დაზღვევის მიმართულებით ბაზარის წილმა 23%-დან 32%-მდე იმატა რაც თანხობრივად 11085198-დან 14948378 ლარამდე ზრდით აისახა.
კომპანიის წილი ასევე მნიშვნელოვნად გაიზარდა ინდივიდუალური ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებით. ზრდის ერთ-ერთი ფაქტორი ისიც არის, რომ კომპაიამ ახალი რეალობის გთავსლიწინებით წლის დასაწყისში ბაზარზე ახალი პროდუქტი შემოიტანა, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარებისთვისაა განკუთვნილი.
აღნიშნული დაზღვევა - პოლისი „მედიქეარი“შეიქმნა ექსკლუზიურად იმ ადამიანებისთვის, ვინც სარგებლობს სახელმწიფო პროგრამით და სურვილი აქვს გაიუმჯობესოს პაკეტი დამატებითი სამედიცინო მომსახურებებითა და ანაზღაურებების ლიმიტებით. პოლისით მოსარგებლეთა რიცხვი დღითიდღე იზრდება და კომპანიის თქმით დაინტერესება საკმაოდ დიდია. დაინტერესებას იწვევს როგორც პოლისის პირობები და დაფარვის ლიმიტები, ასევე დაზღვევის ღირებულება. პოლისის საფასური თვეში 10–დან მაქსიმუმ 50 ლარამდეა. დაზღვევის შეძენა შეუძლია საქართველოში მცხოვრებ ნებისმიერ პირს, რომელიც სარგებლობს საყოველთაო დაზღვევის პროგრამით.
დაზღვეულებს საშუალება ეძლევათ ჰქონდეთ სრულყოფილი სადაზღვევო პაკეტი, რომელიც არა მარტო ავსებს პროგრამით გათვალისწინებულ დაფარვებს უფრო მეტი ანაზღაურების პროცენტითა და ლიმიტებით, არამედ სთავაზობს ისეთი მომსახურებების ხარჯების ანაზღაურებასაც, რომელსაც არ ითვალისწინებს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა - კერძოდ, პოლისით მედი–ქეარი დაფინანსდება მედიკამენტების, მაღალტექნოლოგიური კვლევების (მაგნიტურ–რეზონანსული და კომპ. ტომოგრაფია, ა.შ.), სტომატოლოგიური მომსახურების ხარჯები. პოლისი ასევე ითვალისწინებს კომპენსაციას უბედური შემთხვევისას, სამოგზაურო დაზღვევას, რთული სამედიცინო შემთხვევების დიაგნოსტირებისას კონსილიუმის მოწვევას წამყვანი სპეციალისტების მონაწილეობით.
დამატებითი ინფორმაცია პოლისის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებ.გვერდზე https://www.gpih.ge/gpih/individuals/medicare.php ან დარეკოთ ჯიპიაის ცხელ ხაზზე 2505111.