ცენტრალური საარჩევნო კომისია, ამომრჩევლების და ყველა დაინტერესებული მხარის დროულად ინფორმირების მიზნით, 29 ივნისს დილის 08:30 სთ-იდან რამდენიმე საათში ერთხელ საინფორმაციო ბრიფინგებს გამართავს.
24 საათიან რეჟიმში იმუშავებს როგორც კომისიის ცხელი ხაზი (2 51 00 51), ისე ონლაინ ჩატი და ონლაინ ოპერატორი. შესაბამისად ყველას შეეძლება პასუხის მიღება არჩევნებთან დაკავშირებული საკითხების შესახებ.
საინფორმაციო ბრიფინგების განრიგი:
8:30 სთ
12:30 სთ
17:30 სთ
20:30 სთ
განრიგი საჭიროების შემთხვევაში შეიძლება შეიცვალოს.
შეგახსენებთ, რომ 29 ივნისს განმეორებითი კენჭისყრა გაიმართება შემდეგ უბნებში:
№22 მარნეულის საარჩევნო ოლქის - №25 და №57 საარჩევნო უბნები;
№26 თეთრიწყაროს საარჩევნო ოლქის - №5 საარჩევნო უბანი;
№28 დუშეთის საარჩევნო ოლქის - №4, №6, №47 და №52 საარჩევნო უბნები;
№40 ახალქალაქის საარჩევნო ოლქის - №1 საარჩევნო უბანი;
№55 ხონის საარჩევნო ოლქის - №22 საარჩევნო უბანი;
№57 ტყიბულის საარჩევნო ოლქის - №2 და №5 საარჩევნო უბნები;
№67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის - №32 საარჩევნო უბანი;
№79 ბათუმის საარჩევნო ოლქის - №103 საარჩევნო უბანი;
№81 ქობულეთის საარჩევნო ოლქის - №34 საარჩევნო უბანი.