ლიბერთი ბანკი მომხმარებელს სასიამოვნო სიახლეს სთავაზობს. 2014 წლის 26 ივნისიდან, ბანკის ყველა მომხმარებელი „ლიბერთი კლუბის" წევრი ხდება. მომხმარებელს შესაძლებლობა ეძლევა, შეასრულოს საბანკო ოპერაციები და დააგროვოს ოპერაციების შესაბამისი რაოდენობის ქულები, რომელთა საშუალებითაც დაფარავს კომუნალური და სხვა ტიპის გადასახადებს, შეავსებს მობილურ ტელეფონზე სასაუბრო დროს ან მიიღებს ფულს ლიბერთი ბანკის ნებისმიერ ბარათზე და eMoney ელექტრონულ მულტი სავალუტო ანგარიშზე, რომელსაც 1,7 მილიონზე მეტი მომხმარებელი იყენებს.
„ლიბერთი კლუბში" გაწევრიანებულია ლიბერთი ბანკის 1,5 მილიონზე მეტი მომხმარებელი. მომხმარებელს ქულა უგროვდება საბანკო ოპერაციების განხორიცელების შემდეგ. მაგალითად: თუ მომხმარებელი გადაიხდის ლიბერთი ბანკის ნებისმიერი ბარათით Cheap.ge ფასდაკლების პროგრამაში ჩართულ სავაჭრო და მომსახურების ობიექტში, მას დაუგროვდება 50 ქულა; თუ მისთვის სასურველ ნივთს შეიძენს ლიბერთი ბანკის განვადების გამოყენებით, მომხმარებელი მიიღებს 15 ქულას. ქულები ასევე გროვდება თანხის გაგზავნის, სესხის აღების, ინტერნეტ და მობაილ ბანკინგის გამოყენების დროსაც. ოპერაციების სრული ჩამონათვალი ხელმისაწვდომია ვებ გვერდზე www.LBClub.ge
ლიბერთი ბანკის სამერჩანტო ბიზნესის განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენლის ნინო თავაძის განმარტებით:
„ლიბერთი კლუბის" მიზანია გაზარდოს მომხმარებელთა ლოიალობა და უზრუნველყოს მათი ინფორმირება ლიბერთი ბანკის სხვადასხვა ინოვაციური და მოსახერხებელი მომსახურების შესახებ. ბანკი „ლიბერთი კლუბის" ფარგლებში არაერთ წამახალისებელ აქციას გეგმავს, რომელთა შესახებ ინფორმაციას მომხმარებელი ახლო მომავალში შეიტყობს