27 ივნისს, 19:00 საათზე, რესტორან „ძველ ქალაქში“ „წყალი მარგებელის“ მხარდაჭერით, უსინათლოებისთვის საქველმოქმედო საღამო გაიმართება. ღონისძიება ორიგანიზებულია რადიო პოზიტივის, რადიო Med FM 100.3-სა და საქართველოს უსინათლოთა კავშირის მიერ.
ღონისძიებაზე მონაწილეობას მიიღებენ ქართველი, საზოგადოებისთვის უკვე კარგად ნაცნობი მომღერლები,მსახიობები და კულტურის სფეროს სხვადასხვა წარმომადგენლები. ღონისძიებაზე მოეწყობა უსინათლოთა მიერ შექმნილი ნივთების გამოფენა/გაყიდვა. შემოსული თანხაც გადარიცხება უსინათლოთა კავშირს.
ღონისძიების პარტნიორები არიან ჩეხეთის, საფრანგეთისა და სლოვაკეთის საერთაშორისო მაუწყებლები, ფრანგული ინსტიტუტი და კავკასიის უნივერსიტეტი.
„ჩვენი კომპანიისთვის არსებობის განმავლობაში მუდმივად აქტუალური იყო საზოგადოებრივი სოლიდარობისა და სოციალური პასუხიმგებლობის თემა. არსებობს საკითხები რაზეც მთავრობაც, კერძო სექტორიც და მოქალაქეთა უმრავლესობა ერთ აზრზე უნდა იყვნენ და შეეცადონ, რაც ეფექტურად და დროულად არსებული სიტუაციის გამოსწორებას. უსინათლო მოქალაქეებისთვის შესაბამისი ადაპტირებული გარემოს შექმნა, მათთვის სოციალიზაციაში დახმარება და საკუთარი თავის და უნარების რეალიზაციის შესაძლებლობის მიცემა ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. ამიტომაც სიამოვნებით დავთანხმდით არსებული ღონისძიების ორგანიზატორების შემოთავაზებას, მნიშვნელოვნია, რომ მსგავს წამოწყებაში საზოგადოოების ყველა ფენა უნდა ჩაერთოს და გამოხატოს თავისი პოზიცია და სოლიდარობა. „წყალი მარგებელი“ მომავალშიც აქტიურად ეცდება ყოველივე მსგავსი ინიციატივის მხარდამჭერი და წამახალისებელი იყოს“ - აცხადებს კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ვიქტორია ჟიჟკო.