სურკოვს ე.წ. სამხრეთ ოსეთის რუსეთის ფედერაციასთან მიერთების საკითხი არ განუხილავს.

სურკოვს ე.წ. სამხრეთ ოსეთის რუსეთის ფედერაციასთან მიერთების საკითხი არ განუხილავს.

სურკოვს ე.წ. სამხრეთ ოსეთის რუსეთის ფედერაციასთან მიერთების საკითხი არ განუხილავს,- ამის შესახებ „რია ნოვოსტის“ წყარო იტყობინება.

წყაროს ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის თანაშემწე, ე.წ. სამხრეთ ოსეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელმძღვანელი ვლადისლავ სურკოვი ორშაბათს ცხინვალში ახალი შემადგენლობის პარლამენტის წევრებს შეხვდა.  

სამუშაო ვიზიტის განმავლობაში რუსეთის ფედერაციის თანაშემწეს რეფერენდუმის ჩატარების გზით ე.წ. სამხრეთ ოსეთის რუსეთის  ფედერაციასთან მიერთების საკითხი არ განუხილავს.

„სურკოვი მიიჩნევს, რომ ეს იდეა არ არის დამუშავებული და შეთანხმებული რუსეთის ფედერაციასთან“,-აღნიშნავს სურკოვის გარემოცვასთან დაახლოებული წყარო.

ცნობისთვის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში დე ფაქტო რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოს ახალი სპიკერის_ ანატოლი ბიბილოვის ინფორმაციაზე დაყრდნობით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ დე ფაქტო პარლამენტარებს შეუძლიათ რეფერენდუმზე გაიტანონ ე.წ. სამხრეთ ოსეთის რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლის საკითხი.