„ქართულ ოცნებას“ ყველაზე მაღალი შედეგი დედოფლისწყაროში აქვს

„ქართულ ოცნებას“ ყველაზე მაღალი შედეგი დედოფლისწყაროში აქვს

თვითმმართველობის არჩევნებში კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ რეგიონებში ყველაზე კარგი შედეგი დედოფლისწყაროში მიიღო. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, რომელიც დედოფლისწყაროს ოლქის ყველა უბნის შედეგებს ეყრდნობა, სახელისუფლებო ძალამ ამომრჩეველთა ხმების 84,46% მოიპოვა.

დედოფლისწყაროში პროპორციულ არჩევნებში მეორე ადგილზე  „ნაციონალური მოძრაობაა“ – 9,51%-ით, 2,13%-ით არის განსაზღვრული დედოფლისწყაროელთა სიმპათია ლეიბორისტული პარტიის მიმართ,  ნინო ბურჯანაძის პარტიამ კი კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩევლების ხმათა 2,9% მიიღო.

დედოფლისწყაროში პარტის რეიტინგზე რამდენიმე პროცენტით მეტი მხარდაჭერა აქვს „ქართული ოცნების“ გამგებლობის კანდიდატს - ნიკოლოზ ჯანიაშვილმა ამომრჩეველთა ხმების 87,86% დააგროვა, 10,2% მიიღო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა ემზარ ჯანაშვილმა. ხოლო, არასაპარლამენტო ოპოზიცია - „კუკავა, ჩიხრაძის“ გამგებლობის კანდიდატის მხარდაჭერა რაიონში 1,94%-ით განისაზღვრა.