„ქართულ ოცნებას“  საჩხერეში 82%-ზე მეტი მხარდაჭერა აქვს

„ქართულ ოცნებას“ საჩხერეში 82%-ზე მეტი მხარდაჭერა აქვს

ბოლო ორი არჩევნების მსგავსად კოალიცია „ქართული ოცნება“ კვლავ ლიდერობს საჩხერეში. ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, ბიძინა ივანიშვილის რაიონში მის მიერ დაფუძნებულ პოლიტიკურ ძალას 82,5%-იანი მხარდაჭერა აქვს.

უფრო კონკრეტულად კი 44 უბნის მონაცემებით, თვითმმართველობის არჩევნების პროპორციული  შედეგი ასეთია - „ქართული ოცნება“ – 82,57%; „ნინო ბურჯანაძე -ერთიანი ოპოზიცია“ – 5,65%, „ნაციონალური მოძრაობა“ – 5,32%, „პატრიოტთა ალიანსი“ – 2,88%, „ლეიბორისტული პარტია“ – 1,42% და არასაპარლამენტო ოპოზიცია- კახა კუკავა ფიქრია ჩიხრაძე-  1,37%. არჩევნებში მონაწილე სხვა პოლიტიკურმა სუბიექტებმა საჩხერეში ხმების 1%-ზე ნაკლები მიიღეს.

საჩხერეში არჩევნებს კონკურენტებს დიდი უპირატესობით უგებს  „ქართული ოცნების“ გამგებლობის კანდიდატიც. წინასწარი მონაცემებით, მალხაზ ბაზაძემ ამომრჩეველთა ხმების 83,32% მიიღო; „ნინო ბურაჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის“ გამგებლობის კანდიდატმა ტარიელ ტყემალაძემ - 10, 21%, “ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა - ნუგზარ დუშუაშვილმა 4,65%, არასაპარლამენტო ოპოზიცია - „კუკავა, ჩიხრაძის“ წარმომადგენელმა გელა არჩვაძემ კი 1,82%.

ცესკოს მონაცემებით, საჩხერეში ამ დროისთვის 53-დან 44 უბნის მონაცემებია დათვლილი.