ხელისუფლება ინოვაციურია, სალარო აპარატის ქვითრის ნომრების მიხედვით წამახალისებელ გათამაშებას ახდენს (ეგრეთწოდებული „ჩეკების ლატარია“). აღნიშნულმა, საგადასახადო აღრიცხვიანობა საცალო სავაჭრო სფეროში მნიშვნელოვნად გააუმჯობესა.
ასევეა შესაძლებელი დამატებითი მოტივაციის შექმნა ამომრჩეველთა არჩევნებში მონაწილებოისათვის. შეიძლება წამახალისებელი გათამაშება საარჩევნოდ უბანში მისული, რეგისტრაცია გავლილ ამომრჩევლებში. უბანში მისული ამომრჩეველი რეგისტრაციას გადის (ხელს აწერს) სიაში მისი საიდენტიფიკაციო მონაცემის გასწვრივ. აღნიშნული სიების მონაცემი დახურული არ არის. შესაბამისად, სრულიად თავისუფლად არის შესაძლებელი ამ სიებზე დაყრდნობით წამახალისებელი გათამაშება.
შეიძლება ლატარიის სპეციალისტებს დავეკითხოთ (თუ ასეთები რა თქმა უნდა არსებობენ) ფსიქოლოგებთან ერთად, თუ როგორ უნდა გათამაშდეს პრიზები, რომ ადამიანი მაქსიმალურად მოტივირებული იყოს, თუმცა ჩემის აზრით უბნების მიხედვით დიფერენცირებული, არა კოლოსალური პრიზების დაწესებით ამომრჩეველის მოტივაციას ერთიორად გავრზდით.
ნურავინ ჩათვლის, რომ ეს მნიშვნელოვანი არ არის და არსებითად არ გაზრდის ამომრჩევენთა მონაწილეობას არჩევნებში. ამომრჩეველთა დიდი ნაწილი თავისი საარჩევნო უბნიდან ძალზე მოშორებულად ცხოვრობს და მისთვის მნიშვნელოვანი ხარჯის გაღება უწევს უბანზე მისასვლელად. რაიონებში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა დიდი ნაწილი ქალაქშია თავმოყრილი. ასევე დიდ მანძილზეა უცხოეთში მყოფ ამომრჩევეთა საარჩევნო უბნები ამომრჩევლებისგან.
მე რომ მკითხოთ, ამდაგვარი წახალისების მექანიზმის გამოყენებას ხელისუფლებას ვერავინ უნდა ასწრებდეს, იმიტომ, რომ მისი ჩატარება ნებისმიერ სხვასაც შეუძლია და პლიუსებსაც სხვა ჩაიწერს. ამდაგვარი წახალისება ლატარია არ არის, კანონით არ იზღუდება, პირდაპირ მოგებას არავინ ნახულობს, გარდა დემოკრატიისა.
და ვინ იტყვის, რომ ამომრჩეველთა დამატებითი მოტივაცია ცუდიაო ან ამომრჩეველთა მოსყიდვააო. რომც დავუშვათ ჰიფოტეტურად, რომ რომელიმე უწყება მასში მაინც გამოძებნის რაიმე რეგულაციის დარღვევას, აღნიშნული, ხელს მაინც ვერ შეუშლის ასეთ წახალისებას, რამდენადაც სრულიად შესაძლებელია იგი ქვეყნის გარეთ მყოფმა სრულიად კერძო პირმაც ჩაატაროს.