ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია დღეს საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებს შეხვდა. მან შეხვედრის მონაწილეებს კომისიაში მიმდინარე აქტივობები და 15 ივნისის არჩევნებისთვის მზადების პროცესი გააცნო. დიპლომატები ასევე გაეცნენ შემაჯამებელი ოქმების მიღების, ხმების დათვლის, ინფორმაციის გამოქვეყნების პროცედურებს.
როგორც შეხვედრის შემდეგ თამარ ჟვანიამ ჟურნალისტებს განუცხადა შეხვედრაზე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს საარჩევნო სამზადისის შესახებ. „მათი მხრიდან იყო რამდენიმე კითხვა დასმული, რომლებზეც სრულყოფილად გავეცით პასუხები. სტუმრებმა გამოხატეს კმაყოფილება იმ საქმიანობასთან და მზადების პროცესთან დაკავშირებით, რასაც ცენტრალური საარჩევო კომისია ახორციელებს თვითმმართველობის არჩევნებთან მიმართებაში“- განუცხადა ჟურნალისტებს ცესკოს თავმჯდომარემ.