გამწვანების აქციები მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს

გამწვანების აქციები მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს

პრობაციის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ბათუმში, დედოფლისწაროსა და ოზურგეთში გარემოს დაცვისკენ მიმართული ღონისძიებები ჩატარდა.

ბათუმის პრობაციის ოფისში აღრიცხვაზე მყოფმა პირობით მსჯავრდებულებმა, ბათუმის გამწავანების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, მშობლიური ქალაქის სანაპირო ზოლზე დეკორატიული ყვავილები დარგეს.

დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამრეკლოში გამწვანების აქცია მოაწყეს ადგილობრივმა პრობაციონერებმა. მათ სოფელის სკვერში 30 ძირი იფანის ხე დარგეს.

ოზურგეთის რაიონის კულტურისა და დასვენების პარკში კი, ადგილობრივმა პრობაციონერებმა და მათმა ოფიცრებმა ტერიტორია რეკონსტრუქციის შემდეგ დარჩენილი სამშენებლო მასალისგან გაწმინდეს.

ეს უკვე ოცდამეოთხე გამწვანების აქციაა, რომელიც მიმდინარე წელს, პრობაციიის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით მოეწყო. ამ აქციების დროს 1000-ზე მეტი ხე დაირგო.