თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი საერთაშორისო კონტაქტებს აფართოებს

თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი საერთაშორისო კონტაქტებს აფართოებს

თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენლები, (რექტორი სოლომონ პავლიაშვილი, პრორექტორი თამარ ჯანგულაშვილი და ფინანსური მენეჯერი ლევანჯანგულაშვილი) ვარშავის საბუნებისმეტყველო მეცნიერების (აგრარული, SGGW) უნივერსიტეტის მიწვევით  სამუშაოვიზიტით ვარშავაში იმყოფებოდნენ. ვარშავის მხარე მ გამოთქვა მზადყოფნა, სამაგისტრო და საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები და კურსდამთავრებულები სპეციალური საშეღავათო პირობებით მიიღოს.

როგორც თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა სოლომონ პავლიაშვილმა აღნიშნა, ორივე მხარე თანახმა ამონაწილეობა მიიღოს ერთობლივ სამეცნიერო კვლევებში, პრფესორ-მასწავლებლების მომზადებაში, გამოცდილების გაზიარებაში. ასევე,  პოლონეთის მხარე შეეცდება სასწავლო უნივერსიტეტის ჩართვას შესაბამის საგრანტოპრო გრამაში და დაეხმაროს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებაში.

SGGW სიდიდითერთ-ერთი უმსხვილესი უნივერსიტეტია ევროპაში. სტუდენტების რაოდენობა დაახლოებით 27000-ს შეადგენს,ხოლო მისი ბიუჯეტი 100 მილიონე ვროსცდება.

ვიზიტის ფარგლებში ორივე უნივერსიტეტის რექტორი, პოლონეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით და პირადად ელჩის, ბატონი ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილის მიწვევით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ ღონოსძიებას დასწრო.