წერეთლის გამზირის N84-ში მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა

წერეთლის გამზირის N84-ში მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა

დიდუბის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ უგულავა თბილისის საკრებულოს დიდუბის მაჟორიტარ დეპუტატ გივი ჩხარტიშვილთან, დიდუბის საუბნო სამსახურისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის განყოფილების წარმომადგენლებთან ერთად, წერეთლის გამზირის N84-ში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა.

აღნიშნულ მისამართზე გამგეობამ 15 უსახური ავტოფარეხების დემონტაჟი განახორციელა. 

დემონტაჟის შედეგად გამოთავისუფლებულ ტერიტორიაზე, მოსახლეობასთან შეთანხმებით მოსასვენებელი სივრცის მოწყობა იგეგმება.

ზურაბ უგულავამ ადგილობრივებს პროექტის მონახაზი გააცნო და სამუშაო დისკუსია გამართა.