ქუჩის კალათბურთის ტურნირი „დიდუბის თასი 2025”

 ქუჩის კალათბურთის ტურნირი „დიდუბის თასი 2025”

ზაზა ფაჩულიას სახელობის კალათბურთის მოედანზე მოყვარული კალათბურთელებისთვის ქუჩის კალათბურთის ტურნირი „დიდუბის თასი 2025“ გაიმართა. 

ჩემპიონატში დიდუბელი ახალგაზრდებით დაკომპლექტებული 12 გუნდი მონაწილეობდა. პირველი ადგილის მოპოვება გუნდმა „სფეის ჯემ” მოახერხა, მეორე და მესამე ადგილები გუნდებმა „გენგი” და „გეიმი“ მოიპოვეს. 

საუკეთესო ბომბარდირი ლევან აფციაური გახდა, საუკეთესო მოთამაშე კი - ვატო გაჩეჩილაძე. ტურნირის გამარჯვებულები დიდუბის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ზურაბ უგულავამ თასებით, მედლებით, სიგელებითა და სპორტული მაღაზიის ვაუჩერებით დააჯილდოვა.