26 მაისიდან რუსეთში საექსპორტო პროდუქციის ჩამონათვალი იზრდება

26 მაისიდან რუსეთში საექსპორტო პროდუქციის ჩამონათვალი იზრდება

26 მაისიდან რუსეთში საექსპორტო პროდუქციის ჩამონათვალს მაღალი ფიტოსანიტარიული რისკის მქონე მცენარეული წარმოშობის ქართული პროდუქტი - ახალი კარტოფილი (გარეცხილი, სამომხმარებლო შეფუთვით), პომიდორი, კიტრი, კომბოსტო, ბადრიჯანი, ბალი, ალუბალი, გარგარი, ატამი, ქლიავი, ხურმა, კივი, კენკროვნები დაემატა.

რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს უწყების  - "როსსელხოზნადზორის"  წარმომადგენლები საქართველოს უახლოეს დღეებში ეწვევიან და სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად ჩაატარებენ საექსპორტო პარტიების ფიტოსანიტარიულ კონტროლს. აღნიშნული პროცედურა განხორციელდება სატრანსპორტო საშუალებებში პროდუქციის ჩატვირთვამდე.

აღსანიშნავია, რომ 2013 წლის 28 ივნისიდან რუსეთში უკვე დაშვებულია  დაბალი რისკის შემცველი პროდუქცია (ჩაი, დაფნა, ჩირი და ა. შ.). ამ ჩამონათვალს მოგვიანებით დაემატა თხილი, ციტრუსი, ყურძენი, ვაშლი, მსხალი, კომში. 26 მაისიდან კი რუსეთის ბაზარზე შესაძლებელი ხდება მაღალი რისკის შემცველი პროდუქციის ექსპორტი. 

რუსეთში პროდუქციის გატანის მსურველმა ქართველმა მეწარმეებმა უნდა წარმოადგინონ სათანადო დოკუმენტაცია