კახეთის საინფორმაციო ცენტრი ლოპოტის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას ლიკვიდირებულთა ფოტოებს ავრცელებს. გადამოწმებული ინფორმაციით ბაჰაუდი ალდამოვის, ბაჰაუდი ბაღაკაშვილის და ასლან მარგოშვილის ცხედრები ერთერთმა ახლობელმა ამოიცნო. შინაგან საქმეთა სამინისტრომ პირველ სექტემბერს გავრცელებული ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ სპეცოპერაციისას დაღუპულები საქართველოს მოქალაქეები იყვნენ უარყო. სოფელს დუისში ამ დრომდე წინასწარ გაჭრილი საფლავები კვლავ ცარიელია.