თავართქილაძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტები სასჯელაღსრულების სამინისტროში პრაქტიკას გაივლიან

თავართქილაძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტები სასჯელაღსრულების სამინისტროში პრაქტიკას გაივლიან

გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტსა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის მენეჯმენტისა და ფინანსების სპეციალობის სტუდენტები თათია ყურაშვილი და ანა ლობჟანიძე სამინისტროში  3 თვემდე ვადით პრაქტიკას გაივლიან.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრთან პრაქტიკანტების შეხვედრას დაესწრო ასევე თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტი ბექა გულედანი, რომელიც უკვე ერთი თვეა სასჯელაღსრულების სამინისტროში სტაჟირებას გადის.

სოზარ სუბარმა სტუდენტებს პრაქტიკის გავლის შესაძლებლობა  მიულოცა და წარმატებები უსურვა მათ.

მიმდინარე წელს თანამშრომლობის მემორანდუმები სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და სამ უმაღლეს სასწავლებელს შორის დაიდო.