გიორგი მარგველაშვილი: „ეს არის ბრძოლა საქართველოს ძლიერებისათვის, ეს არის ბრძოლა მსოფლიოს სტაბილურობისათვის“
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში დისლოცირებული საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფშიიმყოფებოდა. ბრიტანული სამხედრო ბაზა „ბასტიონის“ აეროდრომზე საქართველოს უმაღლეს მთავარსარდალს ISAF-ის სამხრეთ-დასავლეთის მიმართულების სარდალი,ბრიგადის გენერალი დანიელ იუ დახვდა. ამერიკელმა გენერალმა საქართველოს პრეზიდენტს მისიის მიმდინარეობის დეტალები და ქართული სამხედრო კონტინგენტისსაბრძოლო ოპერაციებში მონაწილებასთან დაკავშირებული ინფორმაცია გააცნო.
შეხვედრის შემდეგ საქართველოს ოფიციალური დელეგაცია ამერიკული სამხედრო ბაზის „ლეზერნიკის“ ტერიტორიაზე განლაგებული საქართველოს შეიარაღებული ძალების31-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის შტაბში „ორბი“ გაემგზავრა, სადაც სამხედროების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
დელეგაციის შემადგენლობაში პრეზიდენტთან ერთად გენერალური შტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ირაკლი გეგეჭკორი, ეროვნულიუშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა აბაშიძე იყვნენ.
საქართველოს პრეზიდენტმა ISAF-ისოპერაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის 7 ამერიკელ სამხედრო ქვეითსა და 12 ქართველ სამხედრო მოსამსახურესსახელმწიფო ჯილდოები გადასცა. ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა სამხედროებს სიტყვით მიმართა და ყურადღება გლობალური უსაფრთხოების საქმეში შეტანილი წვლილის შესახებ გაამახვილა.
„მე ამაყი ვარ, რომ ვდგავარ იმ ხალხის გვერდით, ვისაც ქართული დროშა მსოფლიო მაშტაბით, ძალიან მაღლა აქვს აწეული. თქვენ ხართ ხალხი, რომლებსაც სამშობლოში ელოდებიან და რომლებითაც ამაყობენ! ამაყი ვარ იმით, რომ თქვენთან ერთად ვდგავარ და ასეთი ხალხის მთავარსარდალი ვარ! საქართველოში ყველა აფასებს იმას, რასაც თქვენ აკეთებთ, რადგან ეს არის ბრძოლა საქართველოს სიძლიერისათვის, ეს არის ბრძოლა მსოფლიოს სტაბილურობისთვის“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
ISAF-ის მისიაში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი წუთიერი დუმილით მიაგეს.