პირობით მსჯავრდებულთა ფსიქო–სოციალური რეაბილიტაცის მიზნით პრობაციის ეროვნულ სააგენტოში ახალი სტრუქტურული ერთეული - სარეაბილიტაციო პროგრამების სამმართველო შეიქმნა.
აღნიშნული სიახლის განხორციელებაში სასწავლო ცენტრს, თავის მხრივ, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს და 17 მარტიდან სამმართველოს ახლად მიღებული ფსიქოლოგებისა და სოციალური მუშაკების საბაზისო სასწავლო პროგრამით მომზადებას იწყებს.
ტრენინგი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის "სისხლის სამართლის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში" ფარგლებში ტარდება, რომელსაც საკონსულტაციო კომპანია "Hულლა & ჩო. Hუმან Dყნამიცს. KG" ახორციელებს. აღნიშნული პროგრამით მომზადებას სამმართველოს ყველა ახლად მიღებული სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი გაივლის.
ღონისძიებას პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი არსოშვილი დაესწრება.