პრობაციონერებმა ქართველ რაგბისტებს უგულშემატკივრეს

პრობაციონერებმა ქართველ რაგბისტებს უგულშემატკივრეს

15 მარტს, პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიწვევითა და საქართველოს რაგბის ფედერაციის დახმარებით, თბილისში აღრიცხვაზე მყოფი 50 პრობაციონერი რაგბიში „ერთა თასის“ ტურნირის ეგიდით გამართულ საქართველოსა და რუმინეთის ეროვნული ნაკრებების მატჩს დაესწრო.
 
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ სპორტულ ასპარეზობას პირობით მსჯავრდებულებთან ერთად ადევნებდნენ თვალს ადევნებდნენ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგიძე და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი არსოშვილი.
 
პრობაციის ეროვნული სააგენტო, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, ხშირად უწევს ორგანიზებას სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებზე პრობაციონერების დასწრებას, რაც მათ რესოციალიზაციასა და საზოგადოებაში ინტეგრაციაში ეხმარება.