დღეს, 14 მარტს, 19:00 საათზე, თიბისი გალერეა და ახალგაზრდების ჯგუფი აწყობენ საქველმოქმედო აუქციონს ცერებრალური დაბლით დაავადებული 4 თვის ვეფხვია გოდერძიშვილის დასახმარებლად!
აუქციონზე სიმბოლურ ფასად გაიყიდება ძველი და ახალი თაობის ისეთი სახელოვანი მხატვრების ნამუშევრები როგორებიც არიან, კარლო კაჭარავა, ყარამან ქუთათელაძე, გია ბუღაძე, გიორგი მირზაშვილი, ანტონ ბალანჩივაძე, ნინიკო მორბედაძე და სხვები
ნამუშევრები თიბისი გალერეაში 14:00 საათიდან იქნება წარმოდგენილი და დამთვალიერებელს შესვლა მოსაწვევის გარეშე შეეძლება.
ნამუშევრების ფასი 50 ლარიდან იწყება.
ერთად ვიბრძოლოთ 4 თვის ბიჭის გადასარჩენად!