პრობაციის ეროვნული სააგენტოს სარეაბილიტაციო პროგრამების სამმართველოს უფროსი ნინო შატბერაშვილი პირობით მსჯავრდებულ ქალბატონს, სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან დედას, ნათია ბ–ს ოჯახში ეწვია და ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა. ნინო შატბერაშვილმა სამი შვილის დედას პროდუქტები და საჩუქრები გადასცა.
ნათია ბ–მ მადლობა გადაუხადა სამმართველოს უფროსს პრობაციის ეროვნული სააგენტოს მხრიდან მისი ოჯახის მიმართ გამოჩენილი ზრუნვისა და ყურადღებისთვის.
პრობაციის ეროვნული სააგენტო ხშირად ეხმარება სოციალურად დაუცველ პირობით მსჯავრდებულებს და მათი რესოციალიზაციის მიზნით, სხვადასხვა ღონისძიებებს ატარებს.