სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე ეკატერინე ქრისტესაშვილი, თბილისის პრობაციის ბიუროს ოფიცრებთან ერთად, ჩვილ ბავშვთა სახლს ეწვია და მის პერსონალს და ბინადრებს სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთები და საჩუქრები გადასცა.
ღონისძიება პრობაციის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდა.
პრობაციის ეროვნული სააგენტო სისტემატურად ატარებს მსგავს ჰუმანიტარულ აქციებს. სააგენტოს ხელმძღვანელობა, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრ სოზარ სუბართან და მინისტრის პირველ მოადგილე გრიგოლ გიორგაძესთან ერთად, ხშირად სტუმრობს სიღნაღის რეგიონის სოციალურად უმწეოთა თერაპიის კავშირის – თემი ”ქედელის” ბინადრებთან და მათ საჩუქრებს გადასცემს.