დედის დღე სასჯელაღსრულების N5 დაწესებულებაში

დედის დღე სასჯელაღსრულების N5 დაწესებულებაში

არასამთავრობო ორგანიზაცია „გლობალ ბრიჯის“ ინიციატივითა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ორგანიზებით სასჯელაღსრულების N5 დაწესებულებაში მყოფ დედებს 3 მარტი მიულოცეს. ამჟამად დაწესებულებაში 3-წლამდე შვილთან ერთად სამი ქალბატონი და 2 ორსული იმყოფება. „გლობალ ბრიჯის“ წარმომადგენელმა მათ თაიგულები, ბავშვებისთვის  სპორტული ტანსაცმელი, სათამაშოები და ტკბილეული გადასცა, დაწესებულებაში მყოფ იმ დედებს კი, რომელთა შვილები ოჯახებში ცხოვრობენ, მალე გათავისუფლება და ბედნიერი დედობა უსურვა.