რუსული როკ-ჯგუფის ДДТ-ს ლიდერი, იური შევჩუკი, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ემოციურ განცხადებას ავრცელებს.
„დამშვიდდით, ეშმაკებო, კაბინეტისა და სამზარეულოს დედანატირებო ფსევდოპოლიტიკოსებო, ომის მოსურნე რადიკალებო ორივე მხრიდან, თქვენ, ვისაც ჯარების შეყვანა საბოლოოდ გაგიხსნით ხელ-ფეხს. ისევ მოგინდათ ძმათა სისხლის სმა. ეს თქვენთვის იგივეა, რაც ვიაგრა...
ღმერთმა ნუ ქნას და, თუ 2014-ში იქნება ომი, და რუსეთისა და უკრაინის ვენებიდან წამოვა სისხლი და 2017 წელს მოხდება უკვე სხვა რევოლუცია, ჩვენ მივიღებთ უკვე საბოლოო განადგურებას, დასასრულის.
სად არის პოლიტიკა? სად არიან მომლაპარაკებელთა ვაგონები? სად არის სახალხო დიპლომატია? სად არის ელჩი? "ჭკვიანი, მამაცი რუსი ხალხის დამცველი დეპუტატები", რატომ არ მოვიდნენ მაიდანზე და რადაში, ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში უშიშრად და რატომ არ იმღერეს თავიანთი კუპლეტები? რატომ არ დააფიქსირეს საკუთარი აზრი? ოლიმპიადა... ახლა , როგორც ყოველთვის, ჯარს, პატარა ბიჭებს, სისხლს არიან ამოფარებულნი.
ჩვენ, უკრაინელი და რუსი ხალხი, ერთნი ვართ - ნათესავები. თითოეულმა ჩვენთაგანმა უნდა გავაკეთოთ შეუძლებელიც კი, რათა ძმათამკვლელი ომი არ დავუშვათ. წინააღმდეგ შემთხვევაში არაადამიანობა გაიმარჯვებს“.
შეგახსენებთ, რომ შევჩუკი არასოდეს ერიდებოდა თავისი პოლიტიკური მოსაზრებების დაფიქსირებას. მას პუტინის ყველაზე დიდ კრიტიკოსსაც კი უწოდებენ. მან 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომის დროსაც გაავრცელა განცხადება, რასაც დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა, ომის დასრულებისთანავე მან ქართველ რუს, აფხაზ და ოს შემოქმედებთან ერთად რუსეთში სახელწოდებით „არ ისროლო“ რამდენიმე კონცერტიც გამართა. შეგახსენებთ, რომ ამ კონცერტში საქართველოს ნინო ქათამაძე წარმოადგენდა.