დასრულდა მარგველაშვილის ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში

დასრულდა მარგველაშვილის ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში

28 თებერვალს დასრულდა საქართველოს პრეზიდენტის ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში. 27-28 თებერვალს გამართული ვიზიტის ფარგლებში გიორგი მარგველაშვილი გამართა შეხვედრები სომხეთის პრეზიდნტ სერჟ სარქისიანთან, პრემიერ-მინისტრთან, პრალამენტის თავმჯდომარესთან და ყოველთა სომეხთა კათოლიკოსთან. ერევენში ვიზიტის პირველ დღეს საქართველოს პრეზიდენტი 1915-23წწ. სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნას მიძღვნილ მემორიალთან მივიდა, სადაც წუთიერი დუმილით პატივი მიაგო სომეხთა გენოციდის უდანაშაულო მსხვერპლთა ხსოვნას და ასევე მემორიალლის ალეაში საქართველოს პრეზიდენტის სახელით დარგო ხე. აღსანიშნავია, რომ გიორგი მარგველაშვილი არ არის საქართველოს პირველი პრეზიდენტი, რომელმაც სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნას მიძღვნილ ალეაზე რგავს ხეს. გიორგი მარგველაშვილის მიერ დარგული ხის გვერთით მიხეილ სააკაშვილისა და ედუარდ შევარდნაძის, უკვე საკმაოდ მოზრდილი ხეები-ნაძვები იზრდებიან.

ზოგადად რომ ვთქვათ, გიორგი მარგველაშვილის ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში საკმაოდ სიმბოლური აღმოჩნდა. პირველ რიგში აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამ ვიზიტით პრეზიდენტმა დაასრულა, შეაჯამა რეგიონალური ტურნე, რომლის ფარგლებში გიორგი მარგველაშვილი ჯერ თურქეთს და შემდგომ აზერბაიჯანს ეწვია. ერევანში ვიზიტის დროს სომხეთ-საქართველოს შორის არსებული მრავალსაუკუნოვან ძმობასთან დაკავშირებით სტანდარტული ფრაზები-განცხადებები გაისმა. ორივე პრეზიდენტმა არსებულ მრავალსაუკუნოვან მეგობრობას ხაზი გაუსვა და ამ ურთიერთობების უფრო მეტი გაღრმავების მზადყოფნა დაადასტურა.

პრეზიდენტების ერთობლივი განცხადების დროს ძირითადი აქცენტი, ისევ მეგობრობისა და ძმობის კონტექსტში, ქვეყნების საგარეო ვექტორებზე იყო გაკეთებული. პრეზიდენტებმა განაცხადეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ სომხეთს არჩეული აქვს ევროაზიული, ხოლო საქართველოს ევრო-ატლანტიკური გზა, ეს ხელი არ უნდა შეუშალოს და ვერც შეუშლის ორ ქვეყნებს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და ამ ურთიერთობების გაღრმავებას.

„ურთიერთობები ორ მეზობელ, ორ ძმურ, სტრატეგიულ პარტნიორებს შორის უნდა უფრო მეტად გაღრმავდეს“, -სომხური და ქართული დელეგაციების გაფართოებულ შემადგენლობაში შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინა იმერლიშვილმა.

ორ ქვეყნებს შორის მეგობრულ და ძმურ ამ ურთიერთობების კონკრეტულ შედეგებს რაც შეეხება, შეხვედრები დახურულ კარს მიღმა იმართებოდა, ხოლო საჯაროდ მხოლოდ და მხოლოდ ყველასთვის უკვე კარგად ნაცნობი, არაერთხელ გაგონილი ფრაზები და განცხადებები გაჟღერდა.

თუმცა, სამართლიანობისთვის ისეც უნდა ითქვას, რომ თუ საქართველოს წინა პრეზიდენტები მხოლოდ საუბრობდნენ ამ მეგობრობაზე, გიორგი მარგველაშვილი, სომხეთში ვიზიტის ბოლო საათებში საკუთარ მაგალითზე დაამტკიცა რომ მართლაც- ჩვენს ერებს შორის ღრმა მეგობრული კავშირები არსებობს. ოფიციალურ დონეზე შეხვედრების დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი ქალაქ ეჩმიაძინში მცხოვრებ თავის მეგობრის ოჯახში მივიდა. ირკვევა, რომ გიორგი მარგველაშვილი ქალაქ ეჩმიაძინში განლაგებულ სამხედრო ნაწილში მსახურობდა. ამგვარად მარგველაშვილი საქართველოს პირველი პრეზიდენტია, რომელმაც თავისი ცხოვრების ორი წელი სომხეთის რესპუბლიკაში გაატარა, და ბუნებრივია, რომ სამხედრო ნაწილში მსახურობის დროს მას არაერთი სომეხი მეგობარი შეეძინა.