სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ირანული მარილის სინჯები აიღო

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ირანული მარილის სინჯები აიღო

ირანულ მარილთან დაკავშირებული აჟიოტაჟის გამო სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რამდენიმე სუპერმარკეტიდან მარილის სინჯები აიღო და შესამოწმებლად ლაბორატორიას გადაუგზავნა.

დახლებზე გამოტანილი მარილის შეფუთვაზე არ იყო მითითებული, რომ პროდუქცია ირანული წარმოშობისაა, თუმცა, შპს "ეკო ჯორჯიას", შპს "AGA TRADING G "-ს და შპს "ABADA"-ს წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ აღნიშნული მარილის პარტია ირანიდან შემოიტანეს.

`იოდის, სხვა მიკროელემენტებისა და ვიტამინის დეფიციტით გამოწვეული დაავადებების შესახებ~ საქართველოსკანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ადამიანთა და ცხოველთა საკვებად გამოსაყენებელი მარილი იოდირებული უნდა იყოს ეროვნული სტანდარტების შესაბამისად.

საქართველოს კანონმდებლობით, სუფრისა და სამკურნალო პროფილაქტიკურ მარილში უვნებლობის მაჩვენებლებიდან ნორმირდება შემდეგი ტოქსიკური ელემენტები: ტყვია - არაუმეტეს 2,0 მგ/კგ; დარიშხანი - არაუმეტეს 1,0 მგ/კგ; კადმიუმი - არაუმეტეს 0,1 მგ/კგ; ვერცხლისწყალი - არაუმეტეს 0,01 მგ/კგ; სპილენძი - არაუმეტეს 2,0 მგ/კგ; თუთია - არაუმეტეს 10,0 მგ/კგ.

რადიონუკლიდები: ცეზიუმ-137 - 300 ბკ/კგ; სტრონციუმ-90 - 100 ბკ/კგ.

იოდის, სხვა მიკროელემენტებისა და ვიტამინის დეფიციტით გამოწვეული დაავადებების შესახებ~ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოში იმპორტირებული და წარმოებული იოდირებული მარილი უნდა შეესაბამებოდეს ეროვნულ სტანდარტებს.

 

სურსათის ეროვნული სააგენტო ლაბორატორიული კვლევის შედეგებს მიღებისთანავე უახლოეს დღეებში გამოაქვეყნებს.