სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ვადაგასული სურსათი ამოიღო

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ვადაგასული სურსათი ამოიღო

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის სამმართველოს წარმომადგენლებმა ნუცუბიძის მე-3 მიკრორაიონში მდებარე სუპერმარკეტ "პრაიმ მარკეტსა" და მე-2 მიკრორაიონში - ი/მ "დიმიტრი ჩაჩანიძის" ხორცის სარეალიზაციო ობიექტში დარღვევები გამოავლინეს. შპს "პრაიმ მარკეტიდან" ამოღებულია ვადაგასული სურსათი - ჩიპსი, მდნარი ყველი, სხვადასხვა დასახელების ნახევრადშებოლილი ძეხვი. პროდუქტი დაილუქა და კანონმდებლობის შესაბამისად განადგურდება. ი/მ "დიმიტრი ჩაჩანიძის" ხორცის სარეალიზაციო ობიექტში გამოვლინდა

გაურკვეველიწარმომავლობის (დაუბეჭდავი, ანუ ფორმა N2-ის გარეშე) ხორცის რეალიზაციის ფაქტი, რის გამოც, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 65-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მეწარმე დაჯარიმდა 1000 ლარით, ხორცი დაილუქა და კანონმდებლობის შესაბამისად განადგურდება.