მონაცემთა გაცვლის სააგენტომ ინფორმაციული უსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების კამპანიის მეორე ეტაპი დაიწყო

მონაცემთა გაცვლის სააგენტომ ინფორმაციული უსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების კამპანიის მეორე ეტაპი დაიწყო

  მონაცემთა გაცვლის სააგენტომ USAID-ის დემოკრატიული მმართველობის პროგრამა საქართველოში (G3) მხარდაჭერით ინფორმაციული უსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების კამპანიის მეორე ეტაპის ფარგლებში ახალი 4 შემეცნებითი სატელევიზიო რგოლი გადაიღო, რომელთა შინაარსი ფარავს პერსონალური ინფორმაციული უსაფრთხოების ყველაზე მარტივ, მაგრამ მნიშვნელოვან ასპექტებს, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში გვხვდება.

   „გასულ წელს ჩვენ უკვე გადავიღეთ 6 შემეცნებითი კლიპი, რომელსაც პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა.  ვინაიდან პირველი ეტაპი წარმატებული აღმოჩნდა, გადავწყვიტეთგაგვეგრძელებინა კამპანია.  ამჯერად საზოგადოებას შევთავაზებთ 4 ახალ რგოლს.  თემატიკა არ შეცვლილა, თუმცა მთლიანად შეიცვალა კლიპების სცენარები.  ამ კლიპების მიზანია ფართოაუდიტორიას მოვუყვეთ ინფორმაციული უსაფრთხოების იმ ელემენტარული ნორმების შესახებ, რომელთა დაცვაც მნიშვნელოვანია ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც იყენებსინტერნეტს, სოციალურ ქსელებს, მობილურ მოწყობილობებს, ამოწმებს ელექტრონულ ფოსტას ან სარგებლოს პლასტიკური საბანკო ბარათებით.

   ამ, ერთი შეხედვით ჩვენი ცხოვრების ყოველდღიურ სიტუაციებს, მრავალი საფრთხე ახლავს თან, რომელსაც ყურადღებას არ ვაქცევთ. შედეგად პრობლემები იქმნება ჩვენს პირადმონაცემებთან დაკავშირებით. ვფიქრობთ, კამპანიის ფარგლებში მომზადებული ახალი სატელევიზიო რგოლები დადებით როლს შეასრულებს საზოგადოების ინფორმირებულობისამაღლების საქმეში.“ - ირაკლი ლომიძე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს ინფორმაციული უსაფრთხოებისა და პოლიტიკის სამმართველოსუფროსი.

   კამპანია პირველ ეტაპზე საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის I და II არხების, ასევე სოციალური ქსელის მეშვეობით წარიმართება.

   
   სატელევიზიო რგოლების ნახვა შესაძლებელი იქნება მონაცემთა გაცვლის სააგენტოს კომპიუტერულ ინციდენტებზე სწრაფი რეაგირების ჯგუფის CERT.GOV.GE ფეისბუქის ოფიციალურგვერდზე: https://www.facebook.com/certgovge