მემორანდუმის საგანს წარმოადგენს სასწავლო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის სპეციალობაზე სასწავლო საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება-განხილვაში ურთიერთთანამშრომლობა. სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის ჟურნალისტიკის პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებაში ხელშეწყობა;
ასეთი ფორმის თანამშრომლობა ხელს შეუწყობს სტუდენტების მიერ სასწავლო პრაქტიკის გავლის ორგანიზებას, სტუდენტებისათვის დამოუკიდებელი მუშაობისა და შემოქმედებითი ინიციატივის გამოსავლენად საჭირო პირობების შექმნას. დაეხმარება სტუდენტებს რედაქციაში პრაქტიკის პერიოდში ჟურნალისტიკის საკითხების გადაწყვეტაში.
სტუდენტების მიერ სასწავლო/საწარმოო პრაქტიკის ამ ფორმით გავლა ხელს შეუწყობს საგანმანათლებლო პროფესიული საქმიანობის სრულყოფას და შრომით ბაზარზე ორიენტირებული ახალგაზრდა პროფესიონალი კადრების მომზადებას.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა სოლომონ პავლიაშვილმა და გაზეთ „სვობოდნაია გრუზიას“ მთავარმა რედაქტორმა ტატო ლასხიშვილმა