სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საგარეჯოსა და დედოფლისწყაროში ვადაგასული სურსათი ამოიღო

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საგარეჯოსა და დედოფლისწყაროში ვადაგასული სურსათი ამოიღო

სურსათის ეროვნულ სააგენტოს კახეთის რეგიონულმა სამმართველომ  საგარეჯოსა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტების სოფლებში ვადაგასული სურსათის რეალიზაციის ფაქტები გამოავლინა.

მონიტორინგი ჩატარდა სოფელ ნინოწმინდაში, არბოშიკსა და ოზაანში. ი/მ "სოლომონ უსტიაშვილის", ი/მ "ნათია როსტომაშვილის", ი/მ "შოთა ბატიაშვილის",  ი/მ "ვასილ ალუღიშვილისა" და ი/მ "ლიანა მეხრიშვილის"  სასურსათო მაღაზიებიდან ამოღებულია სხვადასხვა დასახელების ლუდი, უალკოჰოლო სასმელი, ჩაი, ყავა, შესქელებული რძე, ორცხობილა (მათ შორის, კრემიანი), მარგარინი, დაფქული წითელი წიწაკა, ძეხვი, ტომატ-პასტა, ზეთისხილი.

ვადაგასული სურსათი დაილუქა და კანონმდებლობის შესაბამისად განადგურდება.