გენერალთა კლუბის განცხადება

გენერალთა კლუბის განცხადება

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს გენერალთა კლუბ“–მა მოიგო  USAID–ის „ღია კარი“–ს პროგრამის ფარგლებში გრანტი ომისა და სამხედრო ვეტერანთა სოციოლოგიური გამოკითხვის თემაზე. სოციოლოგიური გამოკითხვის მიზანი ვეტერანების  და მათი ოჯახების სოციალური  და ყოფითი პრობლემატიკის შესწავლა და ქვეყნის მასშტაბით ამ თემის საერთო სურათის შექმნაა. მიღებული სურათი იქნება გზამკვლევი ვეტერანთა საქმეეების დეპარტამენტის შემდგომი საქმიანობისათვის და ასევე ხელისუფლების მიერ დაწყებული ომის და სამხედრო ვეტერანთა სოციალური რეაბილიტაციის პროგრამის წარმატებით განხორციელებისათვის. 

სოციოლოგიური გამოკითხვის საველე სამუშაოები უკვე მიმდინარეობს რეგიონებში. პროექტის ფარგლებში სოციოლოგები გამოკითხვებს ჩაატარებენ მთელი საქართველოს მასშტაბით. გენერალთა კლუბი შესაძლებლობის ფარგლებში საქმის კურსში აყენებს რეგიონების  ხელმძღვანელობას და  ვეტერანთა საქმეების ადგილობრივ კურატორებს. 

აღსანიშნავია, რომ ასეთი სრულმასშტაბიანი კვლევა პირველად ტარდება საქართველოში, რომელიც საფუძველი უნდა გახდეს ვეტერანთა სოციალური რეაბილიტაციის წარმატებით განხორციელების საქმეში.

საქართველოს გენერალთა კლუბი იმედოვნებს, რომ რეგიონებში პროექტის სოციოლოგებს ხელშეწყობა ექნებათ ადგილობრივი ხელმძღვანელობისგან კვლევის წარმატებით ჩასატარებლად.