სასტუმრო “ბომონდ გარდენში" გაიხსნა ორდღიანი სემინარი, რომელსაც სურსათის ეროვნული სააგენტოს ფიტოსანიტარიის დეპარტამენტი ყოვლისმომცველი ინსტიტუციური პროგრამის (CIB პროექტი) მხარდაჭერით ატარებს. მცენარეთა დაცვის სპეციალისტები განიხილავენ ფიტოსანიტარიული სერტიფიცირების, ფიტოსანიტარიული მონიტორინგის, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების კონტროლის საკითხებს - მავნე ორგანიზმების, ამერიკული პეპლის, იტალიური კალიის, ხეხილის, ხორბლისა და თხილის ძირითად მავნებლებსა და მათ წინააღმდეგ ბრძოლის ინტეგრირებულ ღონისძიებებს, სარეალიზაციო ქსელში განთავსებული პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ხარისხობრივი მაჩვენებლების განსაზღვრის, ნიმუშის აღებისა და ლაბორატორიაში ჩაბარების, შენახვის, ტრანსპორტირების, რეალიზაციისა და გამოყენების წესსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს, რაც მნიშვნელოვანია ქართული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის ევროპაში იმპორტისათვის.