სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადება

სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადება

2014 წლის 1 იანვრიდან ძალაში შედის საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 ივლისის N198 დადგენილება „ბიოწარმოების შესახებ“, რომლის თანახმად, პროდუქტის, მათ შორის, სურსათის ეტიკეტზე იკრძალება ტერმინების - "ორგანული" "ეკო", "ბიო" გამოყენება, თუ პროდუქტი/სურსათი არ არის ამ დადგენილების მოთხოვნების შესაბამისად დამზადებული.

იმისათვის, რომ ბიზნესოპერატორს მიეცეს უფლება, ეტიკეტზე დაიტანოს მსგავსი აღნიშვნები, აუცილებელია, მთელი საწარმოო ჯაჭვი იყოს სერტიფიცირებული შესაბამისი აკრედიტაციის მქონე ორგანოს მიერ. ბიოწარმოების/ბიომეურნეობის სერტიფიცირება ნებაყოფლობითია და ხორციელდება ბიზნესოპერატორის ინიციატივით.

სურსათის ეროვნული სააგენტო შეახსენებს ბიზნესოპერატორებს, რომ სათანადო სერტიფიკატის არქონის შემთხვევაში, პროდუქტზე/სურსათზე ტერმინების - "ორგანული", "ეკო", "ბიო" გამოყენება წარმოადგენს ეტიკეტირების წესის დარღვევას, რაც დადგენილების ძალაში შესვლის შემდგომ გამოიწვევს ბიზნესოპერატორის პასუხისმგებლობას.