ირაკლი კობახიძე: ვულოცავ ჩვენს საკალათბურთო ნაკრებს ევრობასკეტის მერვედფინალში გასვლას, მნიშვნელოვანია, ქართველი გულშემატკივარი სათანადოდ იყოს წარმოდგენილი რიგაში

ირაკლი კობახიძე: ვულოცავ ჩვენს საკალათბურთო ნაკრებს ევრობასკეტის მერვედფინალში გასვლას, მნიშვნელოვანია, ქართველი გულშემატკივარი სათანადოდ იყოს წარმოდგენილი რიგაში

მნიშვნელოვანია, ქართველი გულშემატკივარი იყოს სათანადოდ წარმოდგენილი რიგაში, ევრობასკეტის თამაშებზე და ამისათვის მთავრობამ უზრუნველყო ჩარტერების სუბსიდირება, 195 ევრო იქნება ერთი რეისის ფასი და გულშემატკივრებს შეეძლებათ რიგაში თამაშზე დასწრება სუბსიდირებული ბილეთების გამოყენებით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი კობახიძემ საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს ევრობასკეტის მერვედფინალში გასვლა მიულოცა და წარმატება უსურვა.

მინდა, მივულოცო ჩვენს ნაკრებს მერვედფინალში გასვლა, ეს ძალიან დიდი წარმატებაა, ევროპის 16-გუნდს მოხვდა ჩვენი საკალათბურთო ნაკრები და თითოეულ კალათბურთელს მინდა, მადლობა გადავუხადო თავდადებისთვის. არც ერთ თამაშზე მათ თავი არ დაუზოგავთ და მინდა, მათ მერვედფინალზე წარმატება ვუსურვო. მნიშვნელოვანია, ქართველი გულშემატკივარი იყოს სათანადოდ წარმოდგენილი რიგაში, თამაშებზე და ამისათვის მთავრობამ უზრუნველყო ჩარტერების სუბსიდირება. 195 ევრო იქნება ერთი რეისის ფასი და გულშემატკივრებს შეეძლებათ რიგაში თამაშზე დასწრება სუბსიდირებული ბილეთების გამოყენებით,"- განაცხადა პრემიერმა.