თბილისში საერთაშორისო პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

თბილისში საერთაშორისო პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

28-30 ნოემბერს, თბილისში საერთაშორისო საექსპორტო პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. გამოფენა ვაზისუბნის დასახლებაში, ოლიმპიურ სოფელთან მოეწყობა და მისი ორგანიზატორი „ჰუალინგ ჯგუფია“. 

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 20 000 მდე დასახელების პროდუქცია. მსოფლიოს 3 უდიდესი ექსპორტიორი ქვეყნის გარდა გამოფენილი იქნება ქართველი მწარმოებლების საქონელი: ტანსაცმელი, ავეჯი, განათების სისტემები, ჩანთები, პარფიუმერია, სათამაშოები, სამშენებლო მასალები,ელექტო ტექნიკა, ეს ყველაფერი გაიყიდება როგორც საცალოდ, ისე ბითუმად.