ბიძინა ივანიშვილის სიტყვა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ყრილობაზე

ბიძინა ივანიშვილის სიტყვა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ყრილობაზე

მოგესალმებით, მეგობრებო!

მივესალმები ყრილობის დელეგატებს,

მივესალმები მოწვეულ სტუმრებს!

მადლობა მინდა გითხრათ ყველას, პარტია ,,ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“, კოალიცია ,,ქართული ოცნების“ ლიდერებს, კოალიციაში შემავალ ყველა პარტიას, თითოეულ წევრს ჩემთან ერთად ხალხისა და ქვეყნის წინაშე უდიდესი პასუხისმგებლობის გაზიარებისთვის.

დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს ხალხს, რომელმაც დაიჯერა, მენდო და ბოლომდე გამომყვა ბრძოლაში, ხალხს, რომელმაც ჩვენი ქვეყნისთვის გადამწყვეტ მომენტში გამოიჩინა სიბრძნე და მოთმინება, დიდი გამბედაობა და თავდადება.

ჩვენ ყველამ ერთად დავიბრუნეთ ჩვენი სამშობლო და ამ ერთ წელიწადში საოცრება მოვახდინეთ, ყველას დავუმტკიცეთ, რომ ცივილიზებული ერი ვართ, ევროპული ღირებულებების ერთგული ხალხი ვართ, რომ ჩვენ გვინდა ჩვენი ქვეყანა ნამდვილად ევროპულ სახელმწიფოდ ვაქციოთ, ნამდვილად დემოკრატიულ საზოგადოებაში ვიცხოვროთ.

ამ ერთ წელიწადში ჩვენ დავამსხვრიეთ მითი, რომ ნაციონალების წასვლით ეს ქვეყანა ზურგს აქცევდა ევროპას, დაინგრეოდა და დემოკრატია დასამარდებოდა. ყველა, ჩვენთანაც და დასავლეთშიც, კარგად მიხვდა, რომ ეს იყო ტყუილი, რომ დემოკრატია ამ 9 წლის განმავლობაში იყო მოჩვენებითი და დემოკრატიის მიღწევებზე ლაპარაკი ჩვენს ქვეყანაში მხოლოდ დასავლეთისთვის თვალის ახვევას, მხოლოდ ნაციონალების კეთილდღეობას და იმიჯის შენარჩუნებას ემსახურებოდა.

27 ოქტომბერს, პრეზიდენტის არჩევნებით, ჩვენ საბოლოოდ დავუსვით წერტილი ავტორიტარულ, სიცრუესა და ძალადობაზე დაფუძნებულ რეჟიმს. მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ ეს დიდი გამარჯვება.

განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა იმ ადამიანებს, რომლებიც გაერთიანდნენ ჩემ გარშემო, რომლებმაც დაიჯერეს, რომ მხოლოდ პოლიტიკური ბრძოლის გზით, მხოლოდ არჩევნებით, მხოლოდ კონსტიტუციის ჩარჩოებში უნდა დაგვემარცხებინა მოძალადე ხელისუფლება. მაშინ ეს წარმოუდგენელი ჩანდა, არავის ეგონა, რომ ამას შევძლებდით.

ზუსტად იმ დროს, იმ ურთულეს ვითარებაში, შევქმენით პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, რომელსაც ახალი ძალები უნდა გაეერთიანებინა და გვერდში დადგომოდა უკვე გამოცდილ პოლიტიკურ ძალებს.

ამ საქმეში პირველი ჩემი თანამოაზრე იყო ირაკლი ღარიბაშვილი. მაშინ ირაკლიმ ბევრ განსაცდელს გაუძლო. ყველას გახსოვთ, როგორ დაუპატიმრეს ოჯახის წევრი და, ამის მიუხედავად, ერთი წუთით არ დაუხევია უკან - იყო პარტიის დაარსების საინიციატივო ჯგუფის წევრი და პირველივე დღიდან პარტიის გამორჩეული სახე.

ამიტომაც დარწმუნებული ვარ, რომ მასზე უკეთ ვერავინ წარუძღვება პარტიას. ირაკლის, ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად, პოლიტიკური ალღოც აქვს და ორგანიზაციული ნიჭიც. მჯერა, რომ ირაკლი ღირსეულად ატარებს ამ ტვირთს, გაამართლებს ჩვენს ნდობას და მისი თავმჯდომარეობით პარტია კიდევ უფრო გაძლიერდება და უკეთ ორგანიზებული იქნება.

დღეს ირაკლი ღარიბაშვილი უკვე საქართველოს პრემიერ-მინისტრია, პარლამენტმა მას და მის სამთავრობო გუნდს ნდობა გამოუცხადა, და, დარწმუნებული ვარ, იგი გაამართლებს ყველა ჩვენგანის ნდობას და ღირსეულად უხელმძღვანელებს ქვეყანას.

პარტიის გენერალურ მდივნად გთავაზობთ კახი კალაძის კანდიდატურას, რომელიც გამორჩეული სახეა ჩვენს პარტიაში, გამორჩეულია თავისი ნიჭიერებით და პასუხისმგებლობით. ჯერ სულ ახალგაზრდაა პოლიტიკაში და, ნახეთ, როგორი შესაშური..