პრეზიდენტის მილოცვა ქართველ მორაგბეებს

პრეზიდენტის მილოცვა ქართველ მორაგბეებს

ძვირფასო მეგობრებო, ბორჯღალოსნებო, გილოცავთ და მადლობას გიხდით სამოელ მორაგბეებთან დაძაბული ორთაბრძოლის შედეგად მოპოვებული ღირსეული გამარჯვებისთვის.

დღევანდელ გამარჯვებას მთელი საქართველო აღნიშნავს. მსოფლიოში ერთ–ერთ ყველაზე ძლიერ ნაკრებზე გამარჯვებით თქვენ დაამტკიცეთ, რომ ქართული რაგბი ვითარდება და რომ მას დიდი მომავალი აქვს.

დარწმუნებული ვარ, კვლავ არა ერთხელ გავხდებით თქვენი დიდი გამარჯვებების მოწმე.