შეხვედრა ისრაელის ბიზნეს დელეგაციასთან

შეხვედრა ისრაელის ბიზნეს დელეგაციასთან

სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია თბილიში მიმდინარე სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების მე–13 საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში სამუშაო ვიზიტით მყოფ ისრაელის უმსხვილესი აგროკომპანიების წარმომადგენლებს შეხვედა. შეხვედრა ისრაელის საელჩოს და უშუალოდ ელჩის იუვალ ფუქსის ორგანიზებით გაიმართა. 

სოფლის მეურნეობის მინისტრმა შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის განვითრების სახელმწიფო სტრატეგიაზე ისაუბრა. შალვა ფიფიას განცხადებით, ყველა ის პროექტი, რომელიც სამინისტრომ განახორციელა და სამომავლოდ აქვს დაგეგმილი, მიზნად ისახავს დარგის განვითარებისთვის სახელმწიფოს მხირიდან მაქსიმალურ ხელშეწყობას და ისეთ სისტემურ ცვლილებებს, რაც უმოკლეს ხანში უზრუნველყოფს ქვეყნის აგრარულ განვითრებაში წინსვლას.

,,დღევანდელ შეხვედრაზე პრეზენტაციები წარმოადგინეს ისრაელის იმ წამყვანი კომპანიების წარმომადგენლებმა, რომლებიც დაინტერესებულები არიან საქართველოში ტექნოლოგიების ინდუსტრის ექსპორტით. ისრაელის გამოცდილების გაზიარება და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, ჩვენი ქვეყანის სოფლის მეურნეობას ნამდვილად დადებითად წაადგება“, - განაცხადა შალვა ფიფიამ.

შეხვედრაზე ისრაელის ელჩმა იუვალ ფუქსმა შალვა ფიფიას მინისტრად დანიშვნა მიულოცა და მადლობა გადაუხადა შეხვედრისთვის. მისი განცხადებით, ისრაელსა და საქართველოს შორის სოფლის მეურნეობის სფეროში აქტიური თანამშრომლობა გაგრძელდება. ისრაელის მხარე მზადაა საქართველოს სოფლის მეურნეობის დარგში გამოცდილება გაუზიაროს და დაეხმაროს თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაში.