სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დიდი რაოდენობით ვადაგასული სურსათი ამოიღო

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დიდი რაოდენობით ვადაგასული სურსათი ამოიღო

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის სამმართველოს წარმომადგენლებმა ალმასიანის ქუჩაზე მდებარე ი/მ ”მარიზა ჯულაყიძის”მარკეტში ვადაგასული სურსათის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინეს. ამოღებულია დიდი რაოდენობით პროდუქტი: სხვადასხვა წარმოების ქათამი, ქათმის ღვიძლი, რძე, მდნარი ყველი, უცხოური და ქართული წარმოების კარაქი, ხაჭო, არაჟანი, ძეხვი, წვენები, ლეჩო, მაიონეზი, ორცხობილა.

ვადაგასული სურსათი დაილუქა და კანონმდებლობის შესაბამისად განადგურდება.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, პროდუქტის შეძენისას ყურადღება მიაქციოს ვარგისიანობის ვადას.