არასრულწლოვანი და ახალგაზრდა მსჯავრდებულების რესოციალიზაციის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, #11 არასრულწლოვანთა სპეციალიზებულ დაწესებულებას საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრები - ლაშა შავდათუაშვილი, ვარლამ ლიპარტელიანი, ავთანდილ ჭრიკიშვილი და სანდრო მსხალაძე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდული დეპარტამენტის უფროსთან - ნუგზარ კანდელაკთან ერთად ესტუმრნენ.
ძიუდოისტები ახალგაზრდებს ნარდსა და მკლავჭიდში შეეჯიბრნენ, ასევე მათ ნამუშევრებს გაეცნენ და დაწესებულების სკოლის ახალი შენობა დაათვალიერეს.
აღნიშნული პროგრამა მიზანად ისახავს არასრულწლოვანი და ახალგაზრდა მსჯავრდებულების რესოციალიზაციის პროცესის ხელშეწყობას სპორტში აქტიური ჩართვით, არაფორმალური განათლების და პროფესიული (სახელობო) სწავლების უზრუნველყოფით, კულტურულ-შემეცნებითი, გასართობი ღონიძიებების განხორციელებით.
2013 წლის განმავლობაში არასრულწლოვანთა სპეციალიზებულ დაწესებულებას არაერთი ცნობილი სპორტსმენი და საზოგადო მოღვაწე ესტუმრა. დაწესებულებაში მთელი წლის მანძილზე მიმდინარეობს ვარჯიშები ფეხბურთსა და რაგბში, ხეზე კვეთის სწავლება, კინოლექტორიუმი, ასევე მუსიკალური საკრავებისა და კომპიუტერული პროგრამების შესწავლა.