ირაკლი ღარიბაშვილის კომენტარი პარლამენტში გამართულ შეხვედრებზე

ირაკლი ღარიბაშვილის კომენტარი პარლამენტში გამართულ შეხვედრებზე

"მე ვიტყოდი, რომ ძალიან ემოციურად დატვირთული დღე იყო. ძალიან საინტერესო საუბარი მქონდა. იყო ცხარე დებატებიც უმცირესობასთან, მაგრამ ყველამ თავისი სახე წარმოაჩინა, კიდევ ერთხელ დაადასტურეს, ვის რა პოლიტიკის წარმართვა სურს. უმრავლესობასთან, რა თქმა უნდა, ისე როგორც უნდა ყოფილიყო, იყო ძალიან კონსტრუქციული, ჩვეულებრივი საუბარი, კითხვა– პასუხის რეჟიმი. ასევე, მე მქონდა შეხვედრა მაჟორიტარებთან და მე გავეცი ამომწურავი პასუხი თითოეულ მათგანს მათ მიერ დასმულ შეკითხვაზე. ისევე როგორც საპარლამენტო უმცირესობასთან, მე მათ კითხვებს ვუპასუხე, გავეცი ამომწურავი პასუხი. ასე რომ, ძალიან ნაყოფიერი დღე იყო".