გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი რუსეთს აფრთხილებს, თავს შეიკავოს საქართველოს, უკრაინას და მოლდოვაზე ზეწოლისგან. მისივე თქმით, ამ სახელმწიფოებმა თავად უნდა გადაწყვიტონ , რამდენად მჭიდროდ უნდათ ევროკავშირთან დაახლოება.
"სახელმწიფოებმა თავად უნდა მიიღონ გადაწყვეტილება თავიანთი განვითარების მომავალ მიმართულებაზე. მესამე პირებს ამაზე ვეტოს უფლება არ აქვთ", - განაცხადა გერმანიის კანლერმა.
მისივე თქმით, აღმოსავლეთ პარტნიორიობის ქვეყნები მოსკოვის მხრიდან ზეწოლის გამო ევროკავშირთან დაახლოების საკითხში სირთულეებს აწყდებიან.
"ვილნიუსის სამიტზე გამოვალ მოწოდებით, რომ ევროკავშირი წინ აღუდგეს ამ ზეწოლას, კონკრეტული შანსებითა და სოლიდარობით.; იქნება ეს პროდუქციის ევროპულ ბაზარზე გატანა, რომელიც რუსულ ბაზარზე აკრძალულია, თუ ენერგომომარაგების სისტემის შემუშავებაში დახმარება", - აღნიშნა ანგელა მერკელმა.
როგორც გერმანიის კანცელერმა ანგელა მერკელმა აღნიშნა, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას კიდევ ერთხელ დაარწმუნა რუსეთის პრეზიდენტი, რომ ევროკავშირთან მოლდოვის, უკრაინისა და საქართველოს ძლიერი კონტაქტები რუსეთის წინააღმდეგ არ არის მიმართული.
ინფორმაციას ანგელა მერკელის ბუნდესტაგში გამოსვლის შესახებ ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.