თბილისი, 19 ნოემბერი, 2013 – „მაკდონალდსმა“, VISA–მ და საქართველოს ბანკმა, ერთობლივად განაცხადეს, „მაკდონალდსის“ რესტორნების ქსელში უნაღდო ანგარიშსწორებით, მომსახურების დანერგვის შესახებ. მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, „მაკდონალდსი“ მომხმარებლებს, საკუთარი რესტორნების ქსელში, ყველა ტიპის საბანკო ბარათთან ერთად, თანამედროვე VISA payWave უკონტაქტო ბარათით გადახდას სთავაზობს.
თანამედროვე მომხმარებელს მოთხოვნილება აქვს ისარგებლოს გადახდის სწრაფი, მარტივი და მოხერხებული შესაძლებლობებით. ეს განსაკუთრებით აქტუალურია სავაჭრო ობიექტებში, სადაც მომსახურების სისწრაფე ხარისხთან ერთად უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს. „მაკდონალდსის“ რესტორნების ქსელში უნაღდო ანგარიშსწორების სისტემის დანერგვისას, განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა მომხმარებლის მომსახურების სისწრაფის გაუმჯობესებას და, ამავდროულად მომხმარებლის უსაფრთხოების დაცვას, რაც 2013 წლამდე შეუძლებელი იყო. დღეს ეს შესაძლებელი გახდა VISA-ს მარტივი, თანამედროვე პროდუქტისა და საქართველოს ბანკის ახალი თაობის ტერმინალების დანერგვით. გადახდა ასევე შესაძლებელი იქნება, საქართველოში ინოვაციური მეთოდით – NFC სმარტფონის ტერმინალთან ახლოს მიტანით.
„მაკდონალდსის“ რესტორნებში VISA payWave-ით გადახდის უპირატესობებია:
- გადახდის სიმარტივე და სისწრაფე - ნებისმიერი ბარათით გადახდის დამუშავების დრო 8 წამია;
- უსაფრთხოება - ბარათის მფლობელი ანგარიშსწორებას მოლარის გარეშე განახორციელებს, რაც ნიშნავს იმას, რომ ბარათის მფლობელი ინარჩუნებს კონტროლს საკუთარ ბარათზე;
- კომფორტი - 45 ლარამდე მოცულობის ყიდვის ოპერაცია პინ კოდის შეყვანის გარეშეა შესაძლებელი, რაც კიდევ უფრო მოსახერხებელს ხდის თანხის გადახდის პროცესს.