საეკლესიო წესით, მიცვალებულთა ხსენების დღე დადგენილია კვირაცხოვლობის შემდეგ სამშაბათს, მაგრამ ეკლესია არც ერთ შემთხვევაში არ კრძალავს, რომ ბრწყინვალე შვიდეულის ნებისმიერ დღეს მიულოცონ ადამიანებმა მათ მიცვალებულებს ბრწყინვალე აღდგომა, - განაცხადა არქიმანდრიტმა იოანემ (მჭედლიშვილი).
მისივე თქმით, საფლავზე გასვლისას მნიშვნელოვანია, რომ აღდგომის სიხარული არ დაჩრდილოს მწუხარებამ.
„ბოლო ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბდა ტრადიცია, რომ ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს ადამიანები გადიან საფლავებზე. მიცვალებულებს ულოცავენ აღდგომის დღესასწაულს. საეკლესიო წესით, მიცვალებულთა ხსენების დღე დადგენილია კვირაცხოვლობის შემდეგ სამშაბათს, მაგრამ ეკლესია არც ერთ შემთხვევაში არ კრძალავს იმას, რომ ადამიანებმა არა მარტო ორშაბათს, ბრწყინვალე შვიდეულის ნებისმიერ დღეს თუ მივა სასაფლაოზე, მიულოცოს მათ მიცვალებულებს ბრწყინვალე აღდგომა. უბრალოდ, ამ პერიოდში აღდგომის სიხარული არ უნდა დაჩრდილოს მწუხარებამ, ტირილმა“, - აღნიშნა მამა იოანემ.
ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს მართლმადიდებელი ეკლესია საფლავთა კურთხევის დღეს აღნიშნავს.