სენატორ შაჰინის განცხადება საქართველოში ჩატარებული არჩევნების შესახებ

სენატორ შაჰინის განცხადება საქართველოში ჩატარებული არჩევნების შესახებ

აშშ სენატორმა ჯინ შაჰინმა (დემოკრატი -ნიუ ჰემპშირი) გამოაქვეყნა შემდეგი განცხადება საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით:

“როგორც ქართველი ხალხის გულითად და მტკიცე მეგობარს, მინდა მივულოცო მას მშვიდობიანი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება. ეს არჩევნები, რომელიც ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ (ეუთომ) აღიარა, როგორც „ეფექტურად წარმართული, გამჭვირვალე, მეგობრულ და კონსტრუქციულ გარემოში მიმდინარე,“ წარმოადგენს კიდევ ერთ მნიშვნელოვან ეტაპს ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და დასავლეთში საკუთარი ადგილის შემდგომი დამკვიდრების მცდელობის გზაზე.

მოვუწოდებ საქართველოს პილიტიკურ ლიდერებს, მათ შორის ყველა პარტიასა და 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატს, მთელი ყურადღება მიმართონ საქართველოს მოქალაქეებისათვის უკეთესი მომავლის უზრუნველყოფაზე, რათა ერთობლივი კონსტრუქციული მოქმედებით ხელი შეუწყონ საქართველოს პოლიტიკურ სტაბილურობას, მისი სამოქალაქო საზოგადოების განმტკიცებასა და დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების წინსვლას.

შეერთებული შტატები მზადაა დახმარება გაუწიოს საქართველოს მის ამ ძალისხმევაში, და მე მოუთმენლად ველი უახლოეს მომავალში საქართველოში მიმდინარე პროცესებზე დაკვირვების გაგრძელებას.”

http://www.shaheen.senate.gov/news/press/release/?id=acd9c370-9aea-4246-a695-60896900e087