დღეს, თბილისის საკონცერტო დარბაზის წინ (ივენთ ჰოლი, მის: მელიქიშვილის ქუჩა N1) ონალინ თბილისიმარათონის დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართა. ონლაინ "თბილისიმარათონი“ ეს იყო „თბილისიმარათონის“ ვირტუალური ვერსია, სადაც შესაძლებლობა ჰქონდა ყველა მსურველს მეგობრებთან ერთად ერბინა, ჰყოლოდა ყველაზე მეტი გულშემატკივარი და მათი დახმარებით გამხდარიყო პირველი ფეისბუქ-მარათონის გამარჯვებული! ერთი მეგობრის გულშემატკივრობა მარათონზე 1 მეტრის გარბენის ტოლფასი იყო. ის, რომელსაც ყველაზე მეტი გულშემატკივარი ეყოლებოდა და შესაბამისად მისი გარბენიც მეტი იქნებოდა.
შეგახსენებთ, რომ ონლაინ "თბილისიმარათონის" აპლიკაციაში ჩართვა 20 სექტემბრიდან 20 დღის განმავლობაში იყო შესაძლებელი. ფეისბუქაპლიკაციის მოხმარება კი მარტივი წესით ხდებოდა. „ხსნი აპლიკაციას და ემზადები, დგები სტარტზე, იწვევ მეგობრებს, იწყებ სირბილს და მარათონიც დაიწყო! „ (https://www.facebook.com/Tbilisimarathon/app_486125378126100)
დღეს პირველი ფეისბუქ მარათონელის ტიტული მოიპოვა და პრიზებით დასაჩუქრდება ის სამეული, რომელთაც 20 დღის განმავლობაში ყველაზე მეტი გულშემატკივარი დააგროვეს. მნიშვნელოვანია, რომ „ონლაიმარათონში“ 2000–მდე მონაწილე ჩაერთო.
საპრიზო კატეგორიები მარათონის პრინციპით განაწილდა. I, II და III ადგილზე გასული მონაწილეები, რომლებიც სოლიდური პრიზებით დაჯილდოვდნენ, მიენიჭათ ფეისბუქ მარათონელის ტიტული და გადაეცათ მედლები და სიგელები. დამატებით ბონუსად ფეისბუქ მარათონელის ბრენდირებულ მაისურები მიიღეს.
საპრიზო ადგილები ასე გადაწილდა:
I ადგილი - სანდრო მეფარიძე, 15 000 გულშმატკივარი
II ადგილი - შორენა კაპანაძე, 8000 გულშემატკივარი,
III ადგილი - ლაშა ოჩხიკიძე, 4000 გულშემატკივარი
პრიზების საკმაოდ შთამბეჭდავი იყო: iPhone5 და ლაუნჯ „Apriori”-ს 15-კაციანი მოსაწვევი სინემა რუმსში (I ადგილი) სპორტული მაღაზია „ნიუბალანსის“ 200-ლარიანი ვაუჩერი, ზედაზენის ლუდი და ლიმონათი და ლაუნჯ „Apriori”-ს 15-კაციანი მოსაწვევი სინემა რუმსში (II ადგილი), ერთი ყუთი ლუდი ზედაზედი და ერთი ყუთი ლიმონათი ზედაზენი, ლაუნჯ „Apriori”-ს 15-კაციანი მოსაწვევი სინემა რუმსში (III ადგილი)
დაჯილდოების დასასრულს სადღესასწაულო ტორტიც გაიჭრა.